Friday, November 14, 2008

Sunday, November 9, 2008

,,ჩიჩილაკი".

1. საცდელი პროეკტის სახელი:,,ჩიჩილაკი"

2.საცდელი პროექტის მოკლე აღწერა:ჩიჩილაკის ხალისი ახალ წელსა და გაკვეთილზე.ბავშვები ეძიებენ ინფორმაციას ჩიჩილაკის ისტორიის შესახებ ,ამზადებენ საცჭირო რაოდენობით ჩიჩილაკებს და ახალ წელს ულოცავენ მასწავლებლებს.
3.საცდელი პროექტის სრული აღწერა :ჩიჩილაკი საახალწლოდ ქართველებისათვის კარგი განწყობილების შექმნის ერთერთი შემადგენელი ნაწილია,ჩიჩილაკის დანიშნულებას საახალცლო გარემოსთან ტავისი ისტორია გააჩნია ,ასევე მის დასამზადებლად საჭირო სამუშაო შეგვიძლია წავმართოთ ხალისიანად და მიზანმიმართულად,თუკი მის დამზადების პერიოდს ახალ წელთან დავაკავშირებთ.ასევე ჩიჩილაკს თვისი ფორმიდან გამომდინარე შეიცლება შეუთავსოთ საგნობრივი დატვირთვა.ჩიჩილაკის დახმარებით შეგვიძლია მრავალ საგანთან კავშირის გამონახვა და ამ მიმართულებით მუშაობის ხალისიანად წარმართვა.
კერძოდ:თუკი ჩიჩილაკის დამზადების პერიოდს ახალ წელს დაუკავშირებთ და სურვილი იქნება რომ ჩიჩილაკით სკოლის მასწავლებლებს ახალი წელი მიულოცთ,ამ შემთხვევას კარგად გამოიყენებს მათემატიკის მასწავლებელი:ბავშსვებს დაევალებათ გაგება იმის თუ რამდენი მასწავლებელი ასწავლის თავის სკოლაში და იმის მიხედვით იმდენი ჩიჩილაკისათვის საჭირო მასალის შეგროვება რაც საჭირო იქნება გამოანგარიშების შემდეგ.
უშვალოდ შრომის გაკვეთილზე კი მოხდეს ჩიჩილაკის გაკეთება მოსწავლეების მიერ,მასწავლებლის რეკომენდაციის შემდეგ.
ქართულის მასწავლებელს შეუძლია ბავშვებს დაავალოს ჩიჩლაკის წარმოშობის ისტორიის მოძიება ასევე მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა კავშირშია ჩიჩილაკი საახალწლო გარემოსთან და ყოველივე ამის შესრულება დავალების სახით.
ჩიჩილაკის ფორმიდან გამომდინარე რომელიც ძლიერ წააგავს წიწვოვან მცენარეებს,შეიძლება კარგად დაუკავშიროს თავის თემათიკას გეოგრაფიის მასწავლებელმა, ბავშვებმა დაიწყონ მოძიება იმ იმფორმაციისა,თუ რომელია წიწვოვანი ხეები, რა უპირატესობა გააჩნიათ ჩვეულებრივი ხეებისა და ქვეყნის რომელ რეგიონში ხარობს დიდი რაოდენობით.
ასევე ეს ფაქტი შეიძლება კარგად გამოიყენოს კლასის დამრიგებელმა სკოლაში მოწყობილ საახალწლო კარნავალზე, სადაც მოსწავლეების მიერ დამზადებული ჩიჩილაკები გადაეცემას სკოლის ყველა მასწავლებელს როგორც პატარა აღსაზრდელების საახალწლო საჩუქარი, რითაც ხელს შევუწყობთ აღსაზრდელებში უფროსებისადმი პატივისცემისა და დაფასების ჩამოყალიბებას.


4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 11-დან 14 წლამდე. 5-6-7 -ე კლასები

5.ვადები/ხანგრძლივობა: 25/11-25/12 . 10-14 დღე .

6.საცდელი პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :დადგენა იმის თუ რამდენი ჩიჩილაკია საჭირო, ჩიჩილაკების დასამზადებლად საჭირო მასალების შეგროვება, უფროსი ადამიანებისათვის დასასმელი შეკითხვების მომზადება და ჩიჩილაკის გაკეთება
7.მოსალოდნელი შედეგები პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები ისწავლიან ჩიჩილაკის გაკეთებას, ეცოდინებათ მისი ისტორია და დანიშნულება საახალწლო გარემოსთან, ამასთან ერთად განუვითარდებათ კომუნიკაბელურობის უნარი.
8.სარგებელი სხვებისათვის: იმ ნიმუშების გამოყენება რომელიც განხილულია პროექტის აღწერისას.

9.სამუშაო ენა :ქართული

10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, შრომა,ქართული, გეოგრაფია.

11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ჯერ ჯერობით არ გამოხმაურებიან

12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ზაალი გურული,ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლა. ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი.

13.პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა: maiajanashia@gmail.com

14.პროექტის ფორუმი: GEARN qartuli

15.პროექტის web -გვერდი/ბლოგი : www.chichilaki.blogspot.com